loader

"გული ისე მტკივა, თითქოს ძალიან ახლობელი დავკარგე....არც ვიცი რა დავწერო" - რას წერს  სტეფანე მღებრიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გული ისე მტკივა, თითქოს ძალიან ახლობელი დავკარგე....არც ვიცი რა დავწერო" - რას წერს  სტეფანე მღებრიშვილი

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი, ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში, ემოციური პოსტით ეხმაურება.

,,არ მეგონა ასე თუ იმოქმედებდა ეს ამბავი ჩემზე. გული ისე მტკივა, თითქოს ძალიან ახლობელი დავკარგე. ახლოს არ ვიცნობდი, უბრალოდ რამდენი გადაკვეთაც მქონდა, სულ ვხვდებოდი რომ ძალიან გამორჩეული, კეთილი და ჭკვიანი იყო… არც ვიცი რა დავწერო… Liza Qistauri", - წერს სტეფანე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა.