ქუთაისში მცირეწლოვნების საფლავი გაქურდეს - მოპარულია საახაწლო მოსართავები
ქუთაისში სამი მცირეწლოვნის საფლავი გაძარცვეს. შემთხვევა ოღასკურას სასაფლაოზე მოხდა.
"ინფორიმერეთის" ცნობით, ოჯახს საფლავი საახალწლო მოსართავებით ჰქონდა გაფორმებული, რომელიც უცნობმა პირმა მოიპარა.
დაღუპული ბავშვების დედა ია კოხრეიძე ქურდს მიმართავს და ურჩევს, აღნიშნული მორთულობები სახლში არ მიიტანოს.
არ იფიქრო, რომ გაგივიდა, წელსაც მე შენ დაგიჭერ იმ ქვებთან და რაც დაგემართება მერე ნახავ შენ და ვისაც აჭმევ ჩემს შვილებზე ნაქურდალს. გაისადაც იქნება ახალი წელი. ხო გაისადაც. ამდენი ნაბიჭვარი რატო დადის გარეთ, ქურდი და თაღლითი? პოლიცია, გაიღვიძე, – წერს სოციალურ ქსელში ია კოხრეიძე.