დიდი არეულობა მექსიკაში და მძიმე კადრები - ნარკობარონ "ელ ჩაპოს" შვილის დაკავებას კარტელსა და პოლიციას შორის შეიარაღებული შეტაკება მოჰყვა
დიდი არეულობა მექსიკაში და მძიმე კადრები - ნარკობარონ "ელ ჩაპოს" შვილის, ოვიდიო გუზმანის დაკავებას კარტელსა და პოლიციას შორის შეიარაღებული შეტაკება მოჰყვა.
"ელ ჩაპოს" შვილის დაკავებას არეულობა მოჰყვა მთელ შტატში. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ კრიმინალურმა დაჯგუფებებმა გადაკეტეს ქუჩები, ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებსა და ქალაქის აეროპორტის დაკავება სცადეს.
შეტაკებებს 3 სამართალდამცველი ემსხვერპლა. დაშავდა მინიმუმ 18 ადამიანი.