loader

ზელენსკი "საშობაო ზავის" შესახებ პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზელენსკი "საშობაო ზავის" შესახებ პუტინის გადაწყვეტილებას ეხმაურება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სურს, ე.წ. საშობაო ზავი დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის შესაჩერებლად გამოიყენოს.

„ახლა მათ სურთ შობა გამოიყენონ, როგორც საფარველი, რათა შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში გარკვეული ხნით და ჩვენ პოზიციებთან ახლოს მიიტანონ აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და მიიყვანონ მობილიზებულები. რას მოიტანს ეს? მხოლოდ გარდაცვლილების რაოდენობის ზრდას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 6-7 იანვარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს დაავალა, 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს.

ცნობისთვის, აქამდე "საშობაო ზავის" იდეით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა, რათა "მართლმადიდებელმა ხალხმა შობის წინა დღესა და ქრისტესშობის დღეს შეძლოს მსახურებაზე დასწრება".