ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 2023 წლიდან ამოქმედდება - მნიშვნელოვანი სიახლე, თუ ევროპაში წასვლას გეგმავთ!
ევროპაში შესვლის წესები იცვლება. შენგების ზონაში უფასოდ მგზავრობა დასრულდა. 2023 წლიდან უსაფრთო მგზავრობისა და საზღვრიდან მოულოდნელი უარყოფის თავიდან აცილების მიზნით დამატებითი პროცედურის გავლა მოგიწევთ.
დაახლოებით 1,4 მილიარდ ადამიანს შენგენის 60-ზე მეტ ქვეყანაში მოგზაურობისთვის ეტიასის ფორმის შევსება დასჭირდება. განაცხადი გამგზავრებამდე წინასწარ, ელექტრონულად უნდა შეავსონ და 7 ევრო გადაიხადონ.
ETIAS-ი ევროპაში მოგზაურობის ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემაა.
ფორმა შენგენის ზონაში ვიზისგან თავისუფალი ქვეყნების მოქალაქეებისათვის შეიქმნა, რომლებიც ევროპის 30 ქვეყანაში მიემგზავრებიან.
საქართველო კი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლის მოქალაქეებსაც გამგზავრებამდე განაცხადის შევსება მოუწევთ.