"ერთი-ორი პანჩური იყო..." - "უცნობის" პირველი კომენტარი მისი სიძისა და მერაბიშვილის დაპირისპირებაზე
გაიგებთ ყველაფერს, მე რა უნდა გითხრათ?! დაპირისპირება, ალბათ, მისმა (ვანო მერაბიშვილის) პიროვნებამ გამოიწვია. თავდასხმა არ ყოფილა, ერთი-ორი პანჩური იყო ალბათ, შეიძლება. კანონის შესაბამისად იქნება ყველაფერი. თუ ერთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, დააკავებენ" - უთხრა "უცნობმა" "ტვ პირველს". ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.