ვრცელდება სათვალთვალო კამერით გადაღებული ფიზიკური დაპირისპირების კადრები - ვიდეოში ჩანს, როგორ დაუპირისპირდნენ ქართველ სპორტსმენს ესპანეთის ბარში
ქართველმა სპორტსმენმა, მებრძოლმა ილია თოფურიამ, ესპანეთის ერთ-ერთ ბარში იჩხუბა.
სათვალთვალო კამერიდან ამოღებულ კადრებში ჩანს, რომ ილია თავისთვის სათამაშო ავტომატთან თამაშობდა, როდესაც უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და მის პროვოცირებას ცდილობდა.
უცნობმა პირმა ილიას რამდენჯერმე ხელი ჰკრა. მებრძოლი თავდაპირველად არ აჰყვა, მორიგი ხელის კვრის შემდეგ კი თოფურიაც იერიშზე გადავიდა.
თავდამსხმელი იატაკზე დაეცა, ხოლო ბარის წევრებმა ჩხუბი მალევე შეაჩერეს.
ცნობისთვის, ილია თოფურიამ 2022 წლის დეკემბერში ბრაის მიტჩელი დაამარცხა და ნახევრად მსუბუქი წონის რეიტინგის მეცხრე ადგილზე დაწინაურდა. თოფურია დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლია.