loader

ამ 6 მარტივ წესს თუ გაითვალისწინებთ, "დუტის" ქურთუკი გარეცხვის შემდეგ ახალივით იქნება - ეს ბევრმა არ იცის! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ 6 მარტივ წესს თუ გაითვალისწინებთ, "დუტის" ქურთუკი გარეცხვის შემდეგ ახალივით იქნება - ეს ბევრმა არ იცის!

ბევრი ჩვენგანი სიცივეში ე.წ. დუტის ქურთუკებს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ეს ნამდვილად ძალიან თბილი, მოსახერხებელი და პრაქტიკული სამოსია.

იმისათვის, რომ ჩვენი ქურთუკი არ დაზიანდეს და ეფექტურადაც გაირეცხოს, აუცილებელია ვიცოდეთ სარეცხ მანქანაში "დუტის" რეცხვის რამდენიმე წესი.

1. გარეცხვამდე შეკარით ელვა-შესაკრავი და ღილები. მოხსენით ბეწვის ელემენტები. გადააბრუნეთ ქურთუკი შიდა მხარეს.

2. სარეცხ მანქანაში მოათავსეთ მხოლოდ ერთი ქურთუკი და არაფერი სხვა.

3. გამოიყენეთ მხოლოდ დელიკატური რეცხვისთვის განკუთვნილი თხევადი სარეცხი საშუალება. ნუ გამოიყენებთ ფხვნილს!

4. აირჩიეთ ყველაზე დელიკატური რეცხვის რეჟიმი. რეცხეთ დაბალ ტემპერატურაზე, უმჯობესია 30 გრადუსზე. გაავლეთ მინიმუმ 3-ჯერ.

5. იმისათვის, რომ გარეცხვის შემდეგ "დუტმა" ფორმა არ დაკარგოს, სარეცხ მანქანაში რეცხვისას მასთან ერთად მოათავსეთ 3-4 ცალი ჩოგბურთის ბურთი.

6. გააშრეთ "დუტი" სუფთა ჰაერზე. არავითარ შემთხვევაში არ მოათავსოთ ცეცხლთან ან გათბობის მოწყობილობასთან! სანამ ბოლომდე გაშრება, დროდადრო გაფენილი "დუტი" გაფერთხეთ, რათა შიგთავსი გაასწოროთ.