“აუცილებლად დავდებ ძალიან დიდ პლაკატზე ჩემი გახეთქილი ხელის ფოტოს და კანცელარიის წინ გავიტან, რათა პიროტექნიკა აიკრძალოს!“ - გურამ ბაღდოშვილი პიროტექნიკით დაშავების შემდეგ კლინიკიდან პირველ კომენტარს აკეთებს
ახალი წლის ღამეს შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მიზეზი ხელში აფეთქებული პიროტექნიკა გახლდათ. მან მარცხენა ხელი დაიზიანა და მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო.
შემთხვევის შესახებ გურამ ბაღდოშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრობს:
“ახლა არ მსურს ვრცლად ინტერვიუს მიცემა; ერთადერთი, რასაც ვიტყვი, პიროტექნიკას ნამდვილად გაუწყრა ერთი ადამიანი, ჩემი სახით და ყველაფერს გავაკეთებ, საქართველოში ადრე და მალე აიკრძალოს! ამ სიტყვას გაძლევთ! სინდისს ვფიცავ, არ ვიცოდი, სადღაც "ტიკ-ტოკებზე" კი მინახავს, მაგრამ არ მეგონა, რომ ამდენის დაშავება შეეძლო, ამდენი პრობლემის გამომწვევი თუ იყო... ნამდვილად არ ვიცოდი ეს ყველაფერი, რადგან ჩემი საქმით ვარ დაკავებული.
დანაშაული დავუშვი და ახლა ვეცდები, რომ ეს დანაშაული გამოვასწორო და მომავალში ნაკლები მსხვერპლი იყოს. ღმერთი არ ვარ, მაგრამ ჩემს ძალებში რაც იქნება, ყველაფერს გავაკეთებ! კანცელარიის წინ დიდი პლაკატებით დავდგები.
არ ვიცოდი, ნამდვილად არ ვიცოდი! ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არ მიცხოვრია... რაღაც ისე მოხდა, რომ ამ ახალ წელს თითქოს ბავშვი დაიბადა ჩემში და ისეთი შეცდომა დავუშვი, რომელიც სამაგალითო იქნება ჩემთვისაც და ყველასთვის! აუცილებლად დავდებ ძალიან დიდ პლაკატზე ჩემი გახეთქილი ხელის ფოტოს და კანცელარიის წინ გავიტან, რათა პიროტექნიკა აიკრძალოს!.. ვრცლად იხილეთ AMBEBI.GE