loader

"მიშას სიცოცხლისთვის" - აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერი გადმოფინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიშას სიცოცხლისთვის" - აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერი გადმოფინეს

თბილისში მშვიდობის ხიდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია იმართება. აქცია საქართველოსო და უკრაინის ჰიმნებით დაიწყო. აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერი - „მიშას სიცოცხლისთვის" გადმოფინეს

ადგილზე მოქალაქეები, „ნაციონალური მოძრაობის" და სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები იკრიბებიან.

ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

თბილისის გარდა, აქციები ქვეყნის სხვა ქალაქშიც იმართება.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღნიშნავს, ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა ურთიერთგამომრიცხავია.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქციას თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მართავს.