დაპირისპირება ჭორვილაში - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ჭორვილაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა, დაპირისპირება იყო. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ადგილობრივები დაუპირისპირდნენ.
კერძოდ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ადგილობრივები დაინტერესდნენ, რა მიზანს ემსახურებოდა მათი აქცია, ასევე, რატომ მიაყენეს აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს შეურაცხყოფა, როდესაც მის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ.
ამასთან, ადგილობრივები აღნიშნავდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იმ სისტემის სათავეში იყო, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ გაამტყუნა.
აქციის მონაწილეებს ჭორვილაში, ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან უკრაინის დროშა ჰქონდათ მიტანილი, ასევე ბანერი წარწერით „თავისუფლება მიშას!“.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.