მძიმე ავარიის ამსახველი კადრები ზუგდიდიდან - ქალი ადგილზე დაიღუპა
timer-ი 3 იანვარს ზუგდიდში მომხდარი მძიმე ავარიის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს:
კოსტავას ქუჩაზე "მაზდას" მარკის მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა. შედეგად, ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობით ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაშავებულია და საავადმყოფოშია გადაყვანილი მძღოლიც, რომელიც ქვეითებს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ის დაცვის პოლიციის თანამშრომელია. მიმდინარეობს დადგენა, იმყოფებოდა თუ არა ნასვამი ავტომანქანის მართვისას.