loader

"ექიმი უნდა გამხდარიყავი, ტირის კლინიკა" - ვინ იყო ახალგაზრდა, რომელიც საზარელ ავარიას ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ექიმი უნდა გამხდარიყავი, ტირის კლინიკა" - ვინ იყო ახალგაზრდა, რომელიც საზარელ ავარიას ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა – ავარია რამდენიმე კვირის წინ თბილისში, საბურთალოზე მოხდა.

”აჭარა.News”-ის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც 20 წლის აკაკი ბადრიძე მართავდა, გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.

ის სხვადასხვა სახის დაზიანებით, მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა. ექიმების მცდელობის მოუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს დილით გარდაიცვალა.

აკაკი ბადრიძე ამერიკულ ჰოსპიტალში ექთნად მუშაობდა.

"კაკი, მოსაგონრადაც რომ მწარეაა, ასეთი ახალგაზრდები და თან შენნაირი მხიარული ადამიანები, არ უნდა იღუპებოდნენ, არაა ეს სამართალი! ყველას რომ თავი დაამახსოვრე, ისეთი ადამიანი ხარ. როგორი მოუსვენარი იყავი, სიცოცხლით სავსეე და სულ ყველაფრის მოსწრებაზე იყავი. რამხელა გეგმები გქონდაა, შემდგარი ექიმი უნდა გამხდარიყავი! თეთრი ხალათით რომ დაფრიალებდი, სულ დაგცინოდი, პინგვინი პირველ კურსელივით ნუ დადიხარ-მეთქი. შენნაირი ადამიანების სიკვდილით ჩვენ, ცოცხლებს, წლები გვაკლდება" - წერენ სოციალურ ქსელში.