"ცოტა შოკშიც ვარ, ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა" - ინგა გრიგოლია ბებია გახდა
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ბებია გახდა.
მისი შვილი - მარიამ გრიგოლია და სიძე, ნიკოლოზ გამეზარდაშვილი, ქალიშვილის მშობლები გახდნენ. ახალშობილს სახელად ნინია დაარქვეს.
"ნინია გავიცანი, საოცარი გოგოა, ბებია გავხდი და ცოტა შოკშიც ვარ, ჩემი ახალი წელი და ახალი ცხოვრება დაიწყო ახლა", - წერს ინგა გრიგოლია.
მარიამ გრიგოლია 2017 წელს დაქორწინდა. მისი რჩეული სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟი ნიკოლოზ გამეზარდაშვილია.