loader

ცნობილია მიზეზი, თუ რის გამო გახდა საჭირო "გალერია თბილისიდან" ხალხის ევაკუაცია - სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია მიზეზი, თუ რის გამო გახდა საჭირო "გალერია თბილისიდან" ხალხის ევაკუაცია - სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

"გალერია თბილისის" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და განმარტავს მიზეზს, თუ რის გამო გახდა საჭირო შენობიდან ხალხის ევაკუაცია:

"გალერია თბილისში არსებულ ერთ-ერთ ობიექტში ძლიერი დაკვამლიანების გამო ჩაირთო ავტომატური სახანძრო განგაში, რის გამოც განხორციელდა შენობის სრული ევაკუირება. ამ ეტაპზე სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შენობაში შეიმჩნევა კვამლის სუნი, სავაჭრო ცენტრი დღეს აღარ გააგრძელებს ოპერირებას.

"გალერია თბილისის" სამუშაო საათები განახლდება 4 იანვარს, 10:00 საათიდან.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის".