loader

ვრცელდება ვიდეო, სადაც ვალერი მელაძე Слава Україні-ზე Героям слава-ს პასუხობს, რის გამოც, რუსეთის პარლამენტი მოითხოვს მომღერალს მოქალაქეობა ჩამოერთვას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ვიდეო, სადაც ვალერი მელაძე Слава Україні-ზე Героям слава-ს პასუხობს, რის გამოც, რუსეთის პარლამენტი მოითხოვს მომღერალს მოქალაქეობა ჩამოერთვას

რუსეთის დუმასა და ფედერაციის საბჭოში მოითხოვეს, რომ მომღერალ ვალერი მელაძეს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. 2 იანვარს სოციალური ქსელებით გავრცელდა ერთ-ერთ წვეულებაზე გადაღებული ვიდეო, რომელშიც მელაძე მისდამი მიმართვას: Слава Україні! პასუხობს: Героям слава! რუსული მედიის ინფორმაციით, ვიდეო, სავარაუდოდ, დუბაიშია გადაღებული.

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრი ელენა აფანასიევა ვალერი მელაძის საქციელს უწოდებს "პირუტყვობას", "სიმახინჯეს" და "ღალატს" და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას მოითხოვს.

მელაძისთვის წოდებების და მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, დუმის დეპუტატმა, პარტია "სამართლიანი რუსეთის" თავმჯდომარე სერგეი მირონოვმაც.

ბათუმში დაბადებული პოპ-მუსიკოსი ვალერი მელაძე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და "დამსახურებული არტისტის" წოდება აქვს, არ აღმოჩნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერთა შორის, რის გამოც კრემლისთვის არასასურველთა "შავ სიაში" შეიყვანეს.