loader

ვინ არის წუხელ ღამით ავარიაში გარდაცვლილი მამაკაცი, რომლის ოჯახშიც წლების წინ ტრაგედია დატრიალდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის წუხელ ღამით ავარიაში გარდაცვლილი მამაკაცი, რომლის ოჯახშიც წლების წინ ტრაგედია დატრიალდა?

ტრაგედია მოხდა წუხელ, გვიან ღამით - 30 წლის შაკო ბოგველი ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ წლების წინ, 2012 წელს, ბოგველების ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 17 წლის მარიამ ბოგველი 15 სექტემბერს თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში საკუთარმა მეუღლემ სანადირო თოფით მოკლა.

გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, მკვლელობა მას შემდეგ მოხდა, რაც გიორგი ფანჩულიძე ავტომობილით სახლში მივიდა და მეუღლე ჭიშკართან არ გავიდა, რამაც შელაპარაკება გამოიწვია.

„თვითონ გიორგის მონაყოლიდან ვიცი, ვუთხარი, რატომ მომიკალი-მეთქი. მიპასუხა, ვუსიგნალებდი და კარი არ გამიღოო, შევედი და ვუთხარი, პრინცესა ხარ, გარეთ რომ არ გამოდიხარ-მეთქი? ჩემი შვილიც რამეს ეტყოდა, მარიამი გაბრაზდა, სკამზე დაჯდა და ამ დროს მოხდა გასროლა. იჩხუბეს და გიორგიმ შესაშინებლად მიადო იარაღი, რასაც გასროლა მოჰყვა“, - იხსენებდა იზა ბოგველი.

17 წლის მარიამ ბოგველს 10 თვის შვილი დარჩა, რომელიც მამის ოჯახში იზრდება.

წყარო: " რუსთავი 2"