"კიდევ ერთხელ დაამტკიცა უფალმა ჩემ მიმართ სიყვარული" - გურამ ბაღდოშვილი, რომელსაც ხელში პიროტექნიკა აუფეთქდა, მიმართვას ავრცელებს
"სალამი ყველას, ძვირფასებო! დიდი მადლობა, რომ შეწუხდით. კიდევ ერთხელ დაამტკიცა უფალმა ჩემ მიმართ სიყვარული. ვარ მხნედ და ძლიერად. უფალი გვფარავდეს! ამინ" - ამის შესახებ ცნობილი შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი სოციალურ ქსელში წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, გურამ ბაღდოშვილს ახალი წლის ღამეს პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ambebi.ge-ს წყარომ განუცხადა, შეფ-მზარეულმა მარცხენა ხელი დაიზიანა და მისი მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, ამ ეტაპზე კი სტაბილურია.