loader

კიევში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიევში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა

ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დედაქალაქში ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა.

"დედაქალაქის დაბომბვის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. მოხდა ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა. დედაქალაქს წყალი ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება“, - დაწერა მერმა „ტელეგრამზე“.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინელებმა კიევის თავზე 20 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.