loader

ახალი გადაწყვეტილებები, რომლებიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი გადაწყვეტილებები, რომლებიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა

2023 წლის 1-ელი იანვრიდან რამდენიმე კანონში შესული ცვლილებები ამოქმედდა. სანქციები გამკაცრდა ცივი იარაღის ტარებაზე. სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 500 ლარით დაჯარიმებას და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.

1-ელი იანვრიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის საფასურიც გაიზარდა. მოწმობის გაცემა, 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება. ავტომობილის სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 80 ლარი ეღირება. დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნის აღდგენის ფასი ასევე 80 ლარი იქნება.

კიდევ ერთი ცვლილება დევნილების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას შეეხება, 2023 წლის შემდეგ დაბადებული დევნილი სახელმწიფოსგან ბინას ვეღარ მიიღებს.