უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 140 მოქალაქე დაიბრუნა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა - უკრაინამ 140 ადამიანი დააბრუნა.
"ახალი წლის ღამეს ჩვენ არა მხოლოდ ვიგერიებთ მტრის სარაკეტო თავდასხმებს, არამედ ვაბრუნებთ ჩვენს ხალხს. პატიმართა მორიგი დიდი გაცვლა წარმატებით განხორციელდა, უკრაინის 140 მოქალაქე სახლში ბრუნდება" - წერს ერმაკი.