“ჩემთვის კიკვიძის პარკში დავრბოდი და თავს დამესხა ძაღლების ხროვა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს მოქალაქე?
“ჩემთვის კიკვიძის პარკში დავრბოდი და თავს დამესხა ძაღლების ხროვა, ეს პირველი შემთხვევა არ არის!
დელისზეც დამეხსნენ თავს, მაშინ გადავრჩი დაგლეჯვას. ცხოველთა მონიტორინგში მირჩიეს რომ აცრა გამეკეთებინა და ძაღლების ფოტო მეჩვენებინა რომ დაკვირვებოდნენ. ეს არის პრობლემის მოგვარება? ქვეყანა კი არა ყანა ვართ. კამერები იყო იქ და მოვითხოვ მერიამ ამოიღოს ვიდეომასალა. მოსაგვარებელია ამ ქალაქში ქუჩაში ძაღლების პრობლემა!!!“ - წერს გიორგი ბერძენიშვილი და ვიდეოებს აქვეყნებს.