“თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან...“ - ნიკა გვარამია ციხიდან მიმართვას ავრცელებს
“მართალია, ასტროლოგიისა და სხვა ფსევდომეცნიერებების არ მჯერა, მაგრამ სიმბოლოებს მაინც გამოვიყენებ.
ჩინური კალენდრით 2023 წელი კატა-კურდღლის წელი ყოფილა. ეს მითიური ცხოველია, რეალობაში კი ან კატაა, ან კურდღელი. ერთად არ გამოდის...
ჩვენს თავს, ქართულ საზოგადოებას, ვუსურვებ ახალ წელს კატა ყოფილიყოს - ბოლო-ბოლო, კატა მცირე ლომია და თან 9 სიცოცხლე აქვს. კურდღლობას არ ვუსურვებ - თავზე ხელს კი გადაუსვამენ ხოლმე, მაგრამ, მხოლოდ ჭამისთვის დაბადებულს, ბოლოს (მოკლე ვადაში) აუცილებლად დაკლავენ და შეჭამენ.
აქვე, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს და თავისუფლებას.
თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან“