loader

"მიხეილ სააკაშვილის სასამართლო განხილვის მრავალკვირიანი გაჭიანურება მართლმსაჯულების განხორციელებაზე ეფექტური უარია" - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიხეილ სააკაშვილის სასამართლო განხილვის მრავალკვირიანი გაჭიანურება მართლმსაჯულების განხორციელებაზე ეფექტური უარია" - ნიკა გვარამია

"მიხეილ სააკაშვილის სასამართლო განხილვის მრავალკვირიანი გაჭიანურება მართლმსაჯულების განხორციელებაზე ეფექტური უარია" - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში წერს:

სააკაშვილის სასამართლოზე:

როდესაც საკითხი მოითხოვს იმის გადაწყვეტას, კვდება თუ არა ადამიანი, სასამართლო განხილვის მრავალკვირიანი (თუ არა - მრავალთვიანი) გაჭიანურება მართლმსაჯულების განხორციელებაზე ეფექტური უარია;

როდესაც საკითხი მოითხოვს იმის გადაწყვეტას, რამდენად დაუყოვნებლივი უნდა იყოს სასჯელის გადავადება, მოსამართლის უარი სწრაფ განხილვაზე, წინასწარი და არაორაზროვანი აღიარებაა იმის, რომ მოსამართლე არ იზიარებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურეს სიმძიმეს და აქედან გამომდინარე, მისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებას;

როცა სასჯელაღსრულება შეკითხვებს სვამს არა საექსპერტო დასკვნის არსებით საკითხებზე, არამედ საპროცესო ფორმალობების დაცვაზე და მტკიცებულების დამაგრების სისწორეზე, წინასწარ ცხადია, რასაც იზამს მოსამართლე - შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ყველა უცხოელი ექსპერტის დასკვნას არასათანადო მტკიცებულებად აღიარებს და არც კი იმსჯელებს მათ შინაარსზე;

მთავარი, რაც უნდა ითქვას, სააკაშვილს არანაირი სასამართლო არ აქვს და სასამართლოსთან დაკავშირებით არარაციონალური მოლოდინების გაჩენა ან სასამართლოზე რაიმე კუთხით აპელირება, ან უკიდურესი გულუბრყვილობაა, ან დროის გაჭიანურების გამიზნული ტაქტიკა. დროის, რომელიც სააკაშვილს არ აქვს", - წერს ნიკა გვარამია.