ვრცელდება სასტიკი ინციდენტის ამსახველი ვიდეო - ანექსირებული ყირიმის ღამის კლუბში "კადიროვცებმა" კლუბის სტუმრებს, შემდეგ კი პოლიციელს სცემეს
ვრცელდება სასტიკი ინციდენტის ამსახველი ვიდეო - ანექსირებული ყირიმის ღამის კლუბში "კადიროვცებმა" კლუბის სტუმრებს, შემდეგ კი პოლიციელს სცემეს.
შემთხვევის შესახებ სამი დღის წინ, 27 დეკემბერს გახდა ცნობილი, თუმცა ვიდეო დღეს გავრცელდა.
როგორც ambebi.ge წერდა, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, სიმფეროპოლში, ხუთმა ჩეჩენმა ოფიცერმა, მათ შორის, რაზმის მეთაურის მოადგილემ, ჰასან იბრაგიმოვმა, ღამის კლუბის სტუმრებს და პოლიციის ოფიცრებს სცემეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია და "ტელეგრამის" არხები იტყობინებიან.
აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ "კადიროვცები" სიმფეროპოლის კლუბს დასასვენებლად ეწვივნენ. თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიცრებმა დაწესებულების სხვა სტუმრების დაშინება და მათ მიმართ უხეშად მოქცევა დაიწყეს.
თავად ჰასან იბრაგიმოვი კი უცხო გოგონას კაბის ქვეშ შეეხო. გოგონას შეყვარებულმა მისი დაცვა სცადა, მაგრამ იბრაგიმოვმა და მისმა გუნდმა ბიჭი ქუჩაში გაიყვანა და სცემა. თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ "კადიროვცები“ მათაც გაუსწორდნენ - დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთ-ერთმა ოფიცერმა პოლიციის თანამშრომელს დაარტყა.