ვრცელდება სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები - როგორ გაქურდეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე ესთეტიკის ცენტრი
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ესთეტიკის ცენტრი "გენეზისი" დააყაჩაღეს. შემთხვევა დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა. წაღებულია 11 000 ლარზე მეტი. ეს თანხა ობიექტს დღეს თანამშრომლებისთვის ხელფასების სახით უნდა დაერიგებინა.
ვრცელდება სათვალთვალო კამარების ჩანაწერები, რომლებშიც ჩანან მძარცველები.
გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.