"მოლაშვილი ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ღვიძლის დაშლით, მიშა რა შუაშია?" - მეგი გოცირიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მოლაშვილი ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ გარდაიცვალა ღვიძლის დაშლით.
მისივე თქმით, ნარკოტიკისგან და სმისგან მოლაშვილს ღვიძლი ჰქონდა დაშლილი.
"და რაც შეეხება კორუმპირებულ მოლაშვილს, რომელსაც ჩამპალი ჰქონდა ნარკოტიკისგან და ლოთობისგან ღვიძლი, ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ღვიძლის დაშლით. თქვე გარეწრებო, 7 წლის შემდეგ და თუ ციხეში ვინმემ აწამა, მიშა რა შუაშია, ნაძირლებო, როცა ბოკერიას ადებდა თავად ხელს, რაც არც მაშინ დამიჯერებია და არც ახლა მჯერა!
გეყოფათ გვამებით ვაჭრობა, თქვენ მიეწიეთ მოლაშვილს! გეყოთ, რუსის ამონარწყევებო, კმარა!," - წერს მეგი გოცირიძე.