ვინ არის და სად ცხოვრობს კაცი, რომლის სახლს სურათების გადასაღებად ღამის 02:00 საათამდე უამრავი ადამიანი სტუმრობს
ეს გივი კოხრეიძეა, სოფელ ფარცხანაყანევიდან. იმერეთში ეს სოფელი უკვე 5 წელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.
ამ სილამაზეს გივი, უკვე 5 წელია საკუთარი ხელით აკეთებს. ამბობს, რომ საკმაოდ შრომატევადია, თუმცა სასიამოვნო. განათებებს სამსახურის პარალელურად, ხშირად გვიან ღამით აკეთებს.
მის ულამაზეს ეზოს უკვე გამოუჩნდნენ დამთვალიერებლები. მის ეზოს სურათების გადასაღებად უამრავი ადამიანი სტუმრობს.