"ეს მაძლევს იმედს, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილს არ შეიწყალებს" - ია მეტრეველი
"ქალბატონმა სალომემ რადგან ახსენა, რომ რეჟიმი იყო და სისასტიკე ხდებოდა სააკაშვილის პერიოდში, ეს მაძლევს იმის იმედს, რომ ნამდვილად არ მოხდება სააკაშვილის შეწყალება მის მიერ. ღმერთმა არ ქნას, რომ შეიწყალოს" - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა.