დასტრესილი და ისტერიკაში მყოფი ბავშვები - სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
Tik tok-ის ერთი შეხედვით „სახალისო თამაშებში“ მშობლებიც ჩაერთნენ. ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, ბავშვების ოთახში შედის გრინჩი, რომელიც პატარების საჩუქრებს იპარავს.
მშობლების ინტერესია გაიგონ, როგორი რეაქცია ექნებათ მათ შვილებს გრინჩის დანახვისას.
ვიდეოში კარგად ჩანს, რომ გრინჩის დანახვისას ბავშვები ისტერიკულად იწყებენ ტირილს და მათ ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
თუმცა მშობლები ფიქრობენ, რომ ეს სახალისო გართობაა და მათ შვილებს მალე დაავიწყდებათ, თუმცა რეალობა სულ სხვაა.