კატასტროფა ხდება, ჩათვალე, მკვდარია; იცი, რა შევამჩნიე დღეს ბაზარში?" - კადრები თბილისის აგრარული ბაზრიდან
ახალი წლამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად საჭირო პროდუქციის შესაძენად აგრარულ ბაზრებსა თუ მარკეტებში ხალხის რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.
რამდენი ლარი დაჯდება საახალწლო სუფრა? - ამის გარკვევას „პალიტრავიდეო“ თბილისში მდებარე აგრარულ ბაზრებში შეეცა.
როგორც მოვაჭრეები ამბობენ, წელს მომხმარებლების რაოდენობა შემცირებულია, ფასები კი შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.
მომხმარებლები კი ამბობენ, რომ ფასები ისეთი გაძვირებულია, მხოლოდ მინიმალური პროდუქტის შეძენას ახერხებენ.