loader

"მამა მძიმედაა, კრიტიკული მდგომარეობა აქვს, თავის არეში აქვს ჭრილობა... ბაბუა ფილტვშია დაჭრილი" -  შემზარავი შემთხვევა მარნეულში, კაცმა მამა და ბაბუა დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამა მძიმედაა, კრიტიკული მდგომარეობა აქვს, თავის არეში აქვს ჭრილობა... ბაბუა ფილტვშია დაჭრილი" -  შემზარავი შემთხვევა მარნეულში, კაცმა მამა და ბაბუა დაჭრა

პირი, რომელმაც მარნეულში მამა და ბაბუა დაჭრა, დაკავებულია. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამა და ბაბუა დაჭრა. მამას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, ბაბუა კი ფილტვშია დაჭრილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ვიდეო: "მთავარი არხი"