loader

"ეგ ვინ მოიფიქრა, წარმოუდგენელია" - თუ ავტობუსით ხშირად მგზავრობთ, ეს უნდა იცოდეთ; ამბავი, რომელმაც საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეგ ვინ მოიფიქრა, წარმოუდგენელია" - თუ ავტობუსით ხშირად მგზავრობთ, ეს უნდა იცოდეთ; ამბავი, რომელმაც საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია

"დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე გაჩერებაზე როცა მგზავრი მორბის ავტობუსის მიმართულებით, მძღოლს უკვე დაკეტილი კარის მეორედ გაღების უფლება არ აქვს.

ანუ სამსახურში/საავადმყოფოში ან რა ვიცი, სადმე რომ მიდიოდეთ და დაინახოთ თქვენი ავტობუსი, რომელმაც უკვე დახურა კარი და კართან იყოთ, ვეღარ გააღებს იმიტომ, რომ დ ა ა ჯ ა რ ი მ ე ბ ე ნ თურმე და შეგიძლიათ იმ დროს, როცა ტემპერატურა მინუსებშია, მომდევნო 20 წუთი ელოდოთ შემდეგს".

მსგავსი შინაარსის პოსტებს სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით. მგზავრები ხშირად აპროტესტებენ მძღოლების საქციელს და ამბობენ, რომ მძღოლს კარის მეორეჯერ გაღების უფლება არ აქვს.

"პალიტრავიდეო" დაინტერესდა, რეალურად აქვს თუ არა მძღოლს უფლება, დაგვიანებუილ მგზავრს კარი გაუღოს.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკრძალება მძღოლს კარის მეორეჯერ გაღება, თუ ავტობუსი უკვე დაძრულია.

"იმ შემთხვევაში, თუ მოხურა კარი და ჯერ არ არის ავტობუსი დაძრული, ასეთ შემთხვევაში შეუძლია კარი კვლავ გააღოს, მგზავრს გაჩერებაზე ნამდვილად არ დავტოვებთ" - ამბობენ სატრანსპორტო კომპანიაში.