loader

"დღეს მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება მხარდაჭერა, სიმპათია, სიყვარული - დღეს მას სჭირდება ემპათია " - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება მხარდაჭერა, სიმპათია, სიყვარული - დღეს მას სჭირდება ემპათია " - ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, წერილს ავრცელებს ნიკა გვარამია. სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან გამოგზავნილ მიმართვაში ის წერს, რომ მესამე პრეზიდენტს ახლა ემპათია სჭირდება.

"დღეს მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება მხარდაჭერა, სიმპათია, სიყვარული. დღეს მას სჭირდება ერთადერთი - ემპათია. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების უმწიფარობა ჩანს იმაში, რომ ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს სუბიექტურ განცდას და ობიექტურ საჭიროებას. ჩვენში სიმპათია ყოველთვის უდრის ემპათიას, (მაშინაც, როცა ემპათიას არ უნდა იწვევდეს), ხოლო ანტიპათია ყოველთვის უდრის ემპათიის არქონას. ემპათია კონტექსტუალურია. მისი განმსაზღვრელი ვითარებაა და არა აქტორები.

შეუძლებელია, საქართველოს პრეზიდენტს ეს არ ესმოდეს. შეუძლებელია, საქართველოს პრეზიდენტს სუბიექტურ განცდამდე (სააკაშვილის მიმართ პირად დამოკიდებულებამდე) დაყავდეს სიცოცხლის მხარეს დადგება თუ სიკვდილის, საზოგადოებრივი სიმშვიდის მხარეს დადგება თუ მასობრივი ფსიქოზის, ისტორიულად აუცილებელი გამოსავლის ავტორი იქნება თუ ისტორიის ტრაგიკული განვითარების. არ შეიძლება, იცოდე, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გამყოფი ხაზი შენი ხელმოწერაა და ეს ხელმოწერა არ გაიმეტო. წინასაახალწლოდ და წინასაშობაოდ, მითუმეტეს.

ასე, უბრალოდ, არ შეიძლება." - წერს ნიკა გვარამია