loader

ექიმების მოთხოვნით, ანი წითლიძე შიმშილობას წყვეტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექიმების მოთხოვნით, ანი წითლიძე შიმშილობას წყვეტს

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანი წითლიძე ექიმების მოთხოვნით შიმშილობას წყვეტს.

როგორც მისმა ექიმმა განაცხადა, შიმშილობის მე-12 დღეს წითლიძის მდგომარეობა "უკიდურესად მძიმეა".

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მისი სხეულის მასა არის ძალიან დაბალი, ასევე დაბალია არტერიული წნევის მაჩვენებელი, შესაბამისად ქალბატონი წყვეტს დღეს შიმშილობას ჩვენი კატეგორიული მოთხოვნით" - ამბობს ექიმი.

მისივე თქმით, წითლიძე რამდენიმე დღეს კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

"ის გადაგვყავს სტაციონარში, მისი ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით სამედიცინო პერსონალის აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ იქნება პირველი რამდენიმე დღე. შემდეგ ვნახოთ, როგორ წარიმართება"- თქვა მან.