loader

რა წერია წერილში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს გაუგზავნა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა წერია წერილში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქს გაუგზავნა?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველის, ილია ლომიას განცხადებით, ექსპერტიზის ჩატარებაზე დათანხმდებიან, თუ ნიმუშები საზღვარგარეთ გადაიგზავნება და პროცესში მათივე ექსპერტი ჩართული იქნება.

,,სამხარაულის ეროვნული ბიურო ფრჩხილისა და თმის ნიმუშებზე ექსპერტიზას ვერ ჩაატარებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია იყო ის, რომ ასეთი გამოკვლევები საზღვარგარეთ ჩატარდეს ჩვენი სპეციალისტის მონაწილეობით, თუ ასეთს საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს", - განაცხადა ლომიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პატრიარქს წინასაშობაო მისალოცი ბარათი გაუგზავნა.

,,პატრიარქს, ილია მეორეს მიმართა წერილით, ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს. წერილის შინაარსი არ ვიცი, მაგრამ მისალოცი ბარათი გაუგზავნა. შეწყალებასთან დაკავშირებით, ასეთი რამ არ განუცხადებია”, - აღნიშნა ლომიამ.

უფლებადამცველის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია.

,,მისი მდგომარეობა უცვლელია, თავს გრძნობს ცუდად, როგორც ყოველთვის, უჭირს გადაადგილება, მაღალი ტემპერატურა აქვს და ასევე, საკვებს ვერ იღებს", - აცხადებს ლომია.