თბილისის ცენტრში მრავალსართულიანი კორპუსის მე-10 სართული ყველას ყურადღებას იქცევს - "ერთმა მეგობარმა მომწერა ასეთი რამ და გამეცინა..."
თამუნა ნასყიდაშვილს ჩვენი მაყურებელი კარგად იცნობს. თამუნა რამდენიმე თვის წინ აივნების კონკურის გამარჯვებული გახდა. გოთუაზე, მე-10 სართულზე, საოცრად მოწყობილი აივანი ყველას ყურადღებას იქცევს. თამუნას აივანი წლის ნებისმიერ სეზონზე მაინც ლამაზია. ახლა მის აივანზე ნამდვილი საახალწლო განწყობაა და მასთან სტუმრობას თუ გადაწყვეტთ, ნამდვილ ზღაპარში აღმოჩნდებით.