"ვთქვათ პირდაპირ, ჩვენთვის სასიამოვნო არ იყო..." - რა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის ხელისუფლების შესახებ?
"ვთქვათ პირდაპირ, ჩვენთვის სასიამოვნო არ იყო იმ განცხადებების მოსმენა, რომლებსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, თუმცა, ვინაიდან ქვეყანა ომშია, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე ზედმეტი განცხადებების გაკეთება არ გვსურს" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.