“მორიგი “კრეატივი“ თბილისის მერიისგან“ - კონიაკის დასახლებაში გადაღებულ კადრებს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა
“მორიგი კრეატივი თბილისის მერია / Tbilisi City Hall - ს შესრულებით.
კონიაკის დასახლებაში ახლად რეაბილიტირებული პარკის მოაჯირები მძღოლებს ხელს უშლიდა მოძრაობაში და ხდებოდა ავტოსაგზაო შემთხვევები, იმის მაგივრად რომ ან მოაჯირი დაეპატარავებინათ ან ნიშნები დაეყენებინათ, მიიღეს ასეთი "კრეატიული" გადაწყვეტილება, გზა გააუქმეს - წერს “ჩემი ქალაქი მკლავს“ და ვიდეოს აქვეყნებს.