ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის დაბომბვაზე - "ეს არ არის ომი დადგენილი წესებით, ეს არის ტერორი, ეს არის მკვლელობა დაშინების და სიამოვნების გულისთვის"
24 დეკემბერს რუსების მიერ ქალაქ ხერსონის ცენტრის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 8-მდე, დაჭრილთა კი 58-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 18 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ Telegram-ში დაწერა, რომ ხერსონის ცენტრის დასაბომბად დილით რუსეთმა „გრადები“ გამოიყენა.