loader

"სიმპათიური ადამიანი მოდის, უკვე მერამდენედ ვნახე, მაგრამ რა აზრი აქვს..." - რას ამბობს გიული ალასანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სიმპათიური ადამიანი მოდის, უკვე მერამდენედ ვნახე, მაგრამ რა აზრი აქვს..." - რას ამბობს გიული ალასანია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

"ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ცუდი. ახლა, ძალიან ხშირად ახველებდა. დიაგნოზებში ერთ-ერთი ლატენტური ტუბერკულოზიც არის, რომელიც ხელს ვერ ახლებენ იმიტომ, რომ თვითონ მკურნალობაა ისეთი აგრესიული ფორმის, რომ [მედიკოსების თქმით] შეიძლება ვერ გადაიტანოს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს "ვივა მედთან" განუცხადა.

ამასთან, ალასანია მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის კლინიკაში მისვლას აზრი არ აქვს.

"რაც შეეხება იმ გამომძიებელს, სიმპათიური ადამიანი მოდის, უკვე მერამდენედ ვნახე, მაგრამ რა აზრი აქვს?! სამხარაული ექსპერტიზის ბიუროს ჩამონათვალი აქვს - რას იკვლევენ და რას ვერ იკვლევენ და ბოლოს უწერიათ, რომ მძიმე მეტალებს ვერ იკვლევენ. მაშინ, რისთვის მოდის გამომძიებელი? მძიმე მეტალებზეა საუბარი, რა აზრი აქვს ამ სიმპათიური ადამიანის სიარულს, არ ვიცი", - აცხადებს გიული ალსანია.