"ამას ქვეყანა არ აპატიებს სალომე ზურაბიშვილს... სააკაშვილი საქართველოს სახეა, რა დღეშიც არის ის, ჩვენი ქვეყანაა ამ დღეში" - მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით, 562 ქალი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს
562 ქალი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით წერილობით მიმართავს, - გამოიყენოს მისთვის ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასაცავად.
მიმართვის ტექსტს პარტია “დროა“ ავრცელებს და განმარტავს, რომ წერილზე ხელმომწერ ქალებს 562 აერთიანებთ ადამიანის სიცოცხლის, საქართველოს ევროპული პერსპექტივის, სამოქალაქო თანხმობისა და მშვიდობის შესაძლებლობის გადარჩენის ამოცანა.
მათივე განმარტებით, წერილი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას.
ვრცლად წაიკითხეთ ipn.ge-ზე
ვიდეო: "მთავარი არხი"