კადრები "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც ცოტა ხნის წინ მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, "ლაგუნა ვერესთან" საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მტკვარში გადახტა, თუმცა, სამართალდამცავებმა წყლიდან მისი ამოყვანა და გადარჩენა რამდენიმე წუთში შეძლეს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.