loader

ზურაბ ჟვანიას 20 წლის წინ დაკარგული იარაღი, კაკულიების სასამართლო პროცესზე პროკურორმა მტკიცებულების სახით მიიტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზურაბ ჟვანიას 20 წლის წინ დაკარგული იარაღი, კაკულიების სასამართლო პროცესზე პროკურორმა მტკიცებულების სახით მიიტანა

ზურაბ ჟვანიას დაკარგული იარაღი კაკულიების სასამართლო სხდომაზე პროკურორმა მტკიცებულების სახით მიიტანა. მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებამ ძმებ კაკულიების დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღო.

დღეს სასამართლო სხდომაზე საგამოძიებო უწყების თანამშრომელს არაფერი უთქვამს, როგორ მოხვდა ძმების ხელში ჟვანიას დაკარგული იარაღი, რომელიც მისი სახლიდან 20 წლის წინ გაქრა.

ცნობილია რომ საქმეზე გამოიკითხება ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანიაც, რომლის გამოსაკითხადაც შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია.

"ზურაბ ჟვანიას სახელზეა ეს იარაღი რეგისტრირებული. როგორ მოხვდა ის ბრალდებულების ხელში, ამას გამოძიება დაადგენს. ვერ გიპასუხებთ, დაიკარგა თუ რა ბედი ეწია ამ იარაღებს. სახელმწიფოს კომპეტენტურ სტრუქტურებზე უკვე მიმართულია, ბესარიონ ჟვანიას გამოკითხვის მიზნით“, - ამბობს საქმის პროკურორი. კაკულიების ადვოკატი კი ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია, რომ ეს იარაღები ბრალად შეერაცხოთ ძმებს.

იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარების საქმე, პროკურატურამ ახლა ცალკე წარმოებათ გამოყო.

წყარო: "ტვ პირველი"