loader

"თავდამსხმელი საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა" - ახალი დეტალები ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავდამსხმელი საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა" - ახალი დეტალები ჯავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ

მკვლე­ლო­ბა მოხ­და თბი­ლის­ში, ჯა­ვის ქუ­ჩა­ზე, რომ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. მოკ­ლუ­ლია 45 წლამ­დე მა­მა­კა­ცი.

ამის შე­სა­ხებ "ინტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი დად­გე­ნი­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბე­ბი.

ამას­თა­ნა­ვე, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ჯა­ვის ქუ­ჩა­ზე ეს­რო­ლეს, წარ­სულ­ში სხვა­დას­ხვა მძი­მე და­ნა­შა­ულ­ზე მრა­ვალ­ჯერ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი. ასე­ვე, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მრა­ვალ­ჯე­რაა ნა­სა­მარ­თლე­ვი ის პი­რიც, რო­მელ­მაც ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა.

გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლობ­ლის თქმით, თავ­დამ­სხმე­ლი სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან ჩა­უ­საფ­რდა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა.

AMBEBI.GE -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი ბონ­დო კი­სი­ე­ვია.

ცნო­ბის­თვის, საკრებულოში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტის, მა­მუ­კა გუ­გე­შაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ჯა­ვის ქუ­ჩა­ზე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა მან თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა.