loader

გიული ალასანიას ახალგაზრდა კაცმა "ვივა მედთან" სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - კაცი სამართალდამცველებმა დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიული ალასანიას ახალგაზრდა კაცმა "ვივა მედთან" სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - კაცი სამართალდამცველებმა დააკავეს

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ კლინიკა "ვივა მედთან" მოხდა.

მოქალაქემ გიული ალასანიას შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როცა ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.

მამაკაცის შეჩერება გიული ალასანიას დაცვამ, შემდეგ კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სცადეს.