"ამ წამს ჩემი მეგობრის ბიძაშვილი მოკლეს ჯავის ქუჩაზე" - რა გახდა, დეპუტატის თქმით, მკვლელობის მიზეზი
საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, მამუკა გუგეშაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
შესაბამისი განცხადება მან თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
„მე პოლიტიკური განცხადებით მინდოდა დამეწყო, მაგრამ ამ წამს ჩემი მეგობრის ბიძაშვილი მოკლეს ჯავის ქუჩაზე. ეს ახალგაზრდა ბიჭი პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს. ხუთი წუთის წინ გარდაიცვალა“, - განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა.