loader

“ხელი გამიშვი, ნორმალური ხარ?.. ხელით როგორ შემეხე“ - ყვირილი ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, ქალი დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ხელი გამიშვი, ნორმალური ხარ?.. ხელით როგორ შემეხე“ - ყვირილი ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, ქალი დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გუშინდელი სასამართლო პროცესიდან მიხეილ სააკაშვილის ფოტოები მიიტანეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო მათ სურვილი არ აქვთ ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღონ. ოპოზიციის ამ განცხადებას მმართველი დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.

„ქართული ოცნების“ ქალი დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, თათია ნიკოლაიშვილს, ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ და ცდილობდნენ იგი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაეყვანათ.

დაპირისპირება, დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა. საბოლოდ ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.