loader

ხვალიდან, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, ათონელის რეზიდენციასთან აქციები დაიწყება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხვალიდან, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, ათონელის რეზიდენციასთან აქციები დაიწყება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის თქმით, ათონელის რეზიდენციასთან ყოველდღიური პერმანენტული აქციები გაიმართება. მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანაა.

"არ გვეახალწლება, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ ციხეში, არ გვეახალწლება, როდესაც საქართველოს დემოკრატიული მომავალი ნადგურდევა, არ გვეახალწლება, როდესაც ჩვენმა შვილებმა შეიძლება იცხოვრონ ჭაობში და ეს არის რუსული ჭაობი" - ამბობს მუმლაძემუმლაძის თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციასთან უწყვეტი საპროტესტო აქციები ხვალ, 23 დეკემბერს 18:00 საათიდან დაიწყება და გასტანს, სანამ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სწორ მხარეს არ დადგება.

ხოლო დამატებითი დეტალები ხვალ 11:00 საათზე გახდება ცნობილი.