ვინ არის დიდ დიღომში მოკლული 29 წლის ახალგაზრდა და რა გახდა მკვლელობის მოტივი - საქმის დეტალები
მკვლელობა თბილისში - დიდ დიღომში, 29 წლის მამაკაცს მეზობელმა დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, მათ შორის, ყელის არეში. გიორგი წოწორია მიღებული მძიმე ჭრილობების შედეგად სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივები hყვებიან, რომ შემთხვევა დაახლოებით დღის სამ საათზე, პეტრიწის ქუჩაზე, სადარბაზოში მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩხუბის და სროლის ხმა არ გაუგიათ.
ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, მისმა მეზობელმა შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, დამნაშავე პოლიციას ჩაბარდა.
მოკლულის ნათესავები hყვებიან, რომ 29 წლის გიორგი წოწორია პორტუგალიაში ცხოვრობდა და ის სამშობლოში დაახლოებით 1 თვის წინ დაბრუნდა. მეზობლების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
წყარო: "რუსთავი 2"